ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ინფორმაციის წყაროდ, სააგენტოები „FINANCIAL TIMES"-ს ასახელებენ.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს, ამის შესახებ მან "FINANCIAL TIMES-სთან ინტერვიუში ისაუბრა, გთავაზობთ მოკლე ამონარიდს:
„მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს ჩვენს ქყეყანაში მიმდინარე არცთუ სასიამოვნო პოლიტიკურ პროცესებს და მსურს ჩემი გულახდილი დამოკიდებულება გაგიზიაროთ იმ აღვირახსნილ ქცევებთან დაკავშირებით, რაც პრემიების უზომოდ დიდი ოდენობით გაცემას შეეხება, პირდაპირ გეტყვით, მე ვარ შოკში და როდესაც პოლიტიკაში მოვდიოდი ქართველ ხალხს დავპირდი, რომ იდეალურ გუნდთან ერთად ქვეყანას ავაშენებდი, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ გუნდმა არ გაამართლა და ერთი-ორი ადამიანი თუ გამოიძებნება ისეთი, ვისზე დაყრდნობა თამამად შემიძლია და ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძე, სამწუხაროდ უმეტესობამ ამ გუნდიდან ჩემი და საზოგადოების იმედები არ გაამართლა, რის გამოც მთელ ქართულ საზოგადებას მინდა ბოდიში მოვუხადო და დავპირდე, რომ როგორც წავედი პოლიტიკიდან, ისევე მოვალ მანამ, სანამ ქვეყანას მართლაც და ღირსეული გუნდი არ ჩაიბარებს, რომელიც მუცლის ამოვსებაზე და ჯიპებზე კი არ იფიქრებს, არამედ თავის ხალხზე და ქვეყანაზე", - წერენ ქართული მედიასაშუალებები.
„რეპორტიორმა" აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია სააგენტო deznews.wordpress.com-ს ეკუთვნის, სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი რამ არც ინგლისურენოვანი ვერსიით მოიპოვება გამოცემა „FINANCIAL TIMES"-ის ოფიციალურ გვერდზე.