მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ქვეყანაში მომატებულ კრიმინოგენულ სიტუაციას აფასებს:
„ფაქტია, რომ ღამე გარეთ გასვლა საშიშია. ყოველდღე ვიღაცას კლავენ, ჭრიან, ცემენ, ბანკებს აყაჩაღებენ. მე უკვე ორჯერ მქონდა შემთხვევა: ღამე სამმა ბიჭმა დამიკაკუნა, ვითომ პოლიციიდან იყვნენ, სურდათ, კარი გამეღო და შემოსულიყვნენ... მოვთხოვე, გვარები ეთქვათ და ვკითხე, რატომ სურდათ შემოსვლა.
ვუთხარი რომ მათ გვარებს მინისტრთან გადავამოწმებდი, ამის შეეშინდათ და გაიქცნენ... ერთი შემთხვევა იანვარში მოხდა და მეორე 2 დღის უკან....ამიტომ ვფიქრობ საგანგაშო სიტუაციაა. ძალიან მაღიზიანებს ყველა დანით რომ დადის და თან ისე, რომ შარვლიდან უჩანთ. ეს ყველაფერი არამარტო მე მაშინებს, არამედ ყველას ვისაც უკვე მოზრდილი შვილი ჰყავს.ისეთი დრო მოვიდა, საღამოს შვილის სახლიდან გაშვება მეშინია. სანამ დაბრუნდება, გიჟივით ფანჯარასთან ვზივარ. ადრე, თუნდაც 2-3 წლის წინ, არ მეშინოდა, ეზოში რომ იყო თუნდაც 12 საათამდე. მე პირადად ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, გაამკაცრონ ზომები, რადგან ყველამ ერთად მშვიდად ვიცხოვროთ მშვიდ და ევროპულ საქართველოში."
წყარო: კვირის პალიტრა