გაზეთ „ალიას“ ინფორმაციით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, ინფორმაციამ მინისტრების მიერ აღებული პრემიების რაოდენობის შესახებ, - განარისხა.
გაზეთის წყაროს ცნობით, ივანიშვილმა იმ მინისტრების გადაყენებაც მოითხოვა, რომლებმაც მაღალი პრემიები აიღეს.
„ბიძინა ივანიშვილი ამ ამბების გამო ისეა ,,აქოჩრილი“, თურმე ვეღარ აჩერებენ, პირდაპირ კედლებზე დადის და იძახის: მოაშორეთ თანამდებობებს ეგ ვირთხებიო! ვნახოთ ვისი აჯობებს, ქვეყნის მთავარი მოქალაქისა თუ სააკაშვილის ,,ზონდერებისა“- წერს გამოცემა.