მამულიჩამ დაბადების დღე ბერლინში გადაიხადა, ლელამ ნიუ იორკში



ლელა წურწუმიას და კახა მამულაშვილს, კონცერტების გამო, საზღვარგარეთ ყოფნა ხშირად უწევთ. მამულიჩას ხმაურიანი და ხალხმრავალი დასვენება უყვარს, ლელას პირიქით - მშვიდი. კახა ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა.


კახა მამულაშვილი - "ბოლო პერიოდი ბერლინში დავდივართ. იქ ტექნომუსიკა კარგადაა განვითარებული. ჰაუსის მოყვარული გახლავართ. ბოლოს ისე წავედით, რომ ჩემი დაბადების დღე, 7 მაისი იქ აღვნიშნეთ.. იუბილე კლუბ "ვოთერ გეითს"-ში აღვნიშნეთ. ამერიკაში ბოლოს თებერვალში გახლდით. 12 თებერვალს ლელას დაბადების დღე აღვნიშნეთ, 14 ში კი ნიუ იორკში გვქონდა კონცერტი. ლელას დაბადების დღე, იქაურ ცნობილ რესტორან "ბუდაკანში" ჩვენმა მეგობრებმა, ლიკა ევგენიძემ და ბაია დავითაიამ გადაუხადეს."

http://primetimenews.ge/