"აუტანელი დანაკარგია..." - კოტე თოლორდავას აქამდე უცნობი დის ემოციური პოსტი

"ძალიან ცოტა დრო მოგვეცა. მხოლოდ 6 წელი. უფრო ზუსტად კი სულ რაღაც 12 დღე".

მოსკოვში გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას და, ოლგა ალთეი „ფეისბუქზე“ ძმასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და თან ემოციურ პოსტს ურთავს. როგორც ცნობილია ოლგამ 6 წლის წინ გაიგო რომ ძმა ჰყავდა. ისინი და-ძმა მამის მხრიდან არიან.


"ძალიან ცოტა დრო მოგვეცა. მხოლოდ 6 წელი. უფრო ზუსტად კი სულ რაღაც 12 დღე. 6 წლის წინ მე და კოტე პარალელურ სამყაროებში ვცხოვრობდით და ერთმანეთის შესახებ არაფერი ვიცოდით. უფლება მაქვს ვთქვა ყველაფერი. მინდა ყველამ იცოდეს, როგორი იყო ჩემი ძმა. ის აღზარდეს მისმა დედამ და ჩვენმა საერთო მამამ. ზოგჯერ იმ სხვა სამყაროში, სადაც ჩვენ თავიდანვე ერთად ვიქნებოდით, 11 წლის ვიქნებოდი ალბათ, როდესაც ქართულად მეტყოდნენ, რომ ის დაიბადა და მეც გავიგებდი. ჩამომიყვანდნენ თბილისში და ყველზე ამაყი გოგონა ვიქნებოდი, თუ მის ხელში დაჭერას მანდობნენ. 18 წლის რომ ვიქნებოდი ის 7-ის იქნებოდა, გავეხუმრებდი ხოლმე. გამიხარდებოდა, მის გვერდით რომ გოგონა გამოჩნდა, გაზაფხული განიკო. გამიხარდებოდა მისი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი და მეწყინებოდა ყოველი მარცხი. მის გევრდით და არასდროს წავიდოდი ავსტრალიაში.

„მე არასოდეს გაგიშვებდი“ - მეუბნეოდა კოტე. სხვადასხვა ქალაქებშიც რომ გვეცხოვრა, მაინც გაგაკონტროლებდიო.

ჩვენ 6 წელი მოგვეცა. ვეღარასოდეს ვაჩვენებ მას ჩემს საყვარელ ოდესას, ვერ გავაცნობ ჩემს შვილებს... მას რაღაცნაირად ქვეყნებისა და კონტინენტების მიღმიერიდან შეეძლო ჩემი სულის გათბობა. ეს აუტანელი დანაკარგია, ვიმედოვნებ, რომ კოტე იქ კარგადაა, მამასთან ერთად და ჩემები იქაც იპოვნიან სიმამაცესა და ძალას ცხოვრება განაგრძონ“, - წერს პლგა ალთეი.