ძნელია შესაფერისი "ჩოლკის" შერჩევა. მაგრამ თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, ეს პროცესი ასე რთულად აღარ მოგეჩვენებათ.
პირველ რიგში, უნდა დაუკვირდეთ თქვენს პროპორციებს: სახის ოვალს, შუბლის სიმაღლეს, ცხვირის სიგრძეს, თმის სისქეს და წარბების ფორმას. გრძელ სახეს უხდება წარბების ხაზის დამფარავი "ჩოლკა". სასურველია, რომ ის იყოს რაც შეიძლება სქელი.
კვადრატული ფორმის სახეს კი გამოხშირული "ჩოლკა" დაამშვენებს, რაც სახის ნაკვთებს დაარბილებს. ამ დროს თქვენი ერთგვარი კოზირია "მაღალი" ვარცხნილობა -არ დაგავიწყდეთ რამდენიმე კულულის გვერდებზე ჩამოყრა.
მრგვალი სახის პატრონებმა აუცილებლად ირიბი, ბოლოებჩამოწეწილი "ჩოლკა" ატარეთ; არამც და არამც არ მოგიხდებათ სწორი, სქელი "ჩოლკა".
მაღალი შუბლის პატრონებისთვის სქელი, სწორი "ჩოლკაა" ზედგამოჭრილი, რომელიც წარბების დონეზე იქნება შეკრეჭილი. არასოდეს შეიჭრათ უფრო მოკლედ, რადგან ეს მაღალ შუბლს კიდევ უფრო გამოკვეთს.
ვისაც დაბალი შუბლი აქვს, მისთვის ზედგამოჭრილია ღრმა, თითქმის კეფიდან დაწყებული სწორი "ჩოლკა".
განიერი ყბების მქონე მანდილოსნებმა უნდა ატარონ განიერი, გრძელი, თითქმის ყბებამდე ჩამოშვებული ჩოლკა და გვერდებზე -გრძელი კულულები.
წყარო: cacao.cp.ge