დიეტა საკმაოდ ზომიერია, მაგრამ დაკარგული კილოგრამების ,,დაბრუნება’’, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. ამ დიეტით ორ დღეში 2 კგ-ის დაკლება შეიძლება.
პირველი დღე
პირველი საუზმე: ნივრითა და მწვანილით (უმარილოდ) შეზავებული 50 გ. უცხიმო ხაჭო, 1 ნაჭერი პურის ტოსტი, უცხიმო იოგურტი, პომიდორი.
მეორე საუზმე: მწვანილისა და ბოლოკის სალათი (შეზავებული 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთით, ან ლიმონის წვენით) უმარილოდ.
სადილი: საშუალო ზომის 4 მოხარშულ კარტოფილს დაუმატეთ ერთი პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი (1 ს/კ), ოხრახუში, ნახევარი ჩ/კ ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ უცხიმო იოგურტი.
სამხარი: 100 გ. უცხიმო ხაჭოს შეურიეთ 1 გახეხილი ვაშლი.
ვახშამი: ღუმელში ,,გამომცხვარი’’ 3 კარტოფილი, კიტრისა და კამის სალათი.
მეორე დღე
პირველი საუზმე: ღუმელში ,გამომცხვარი’’ 2 კარტოფილი, 2 ნაჭერი უცხიმო ლორი და 2 ნაჭერი ყველი, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ხახვი (კარტოფილი გაჭერით შუაზე, ჩადეთ ლორი, ყველი, ხახვი და შედგით ღუმელში).
მეორე საუზმე:
100 გ. უცხიმო ხაჭოს შეურიეთ 100 გ. ატამი, გარგარი და მარწყვი.
სადილი: 4 მოხარშული კარტოფილი მწვანე ხახვითა და კამით, კომბოსტოსა და კიტრის სალათი შეკაზმული 1 ჩ/კ ლიმონის წვენით.
სამხარი: 1 პომიდორი.
ვახშამი: ღუმელში გამომცხვარი კარტოფილის სალათი მწვანე ხახვით, ბოლოკით და 1 ს/კ უცხიმო იოგურტით.