ეკა კვალიაშვილი: ''ბევრს უკვირს, ეკა კარგად გამოიყურება და ავად როგორ არისო''...



მომღერალი ეკა კვალიაშვილი რამდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან დაბრუნდა, სადაც მკურნალობის კურსი ჩაიტარა. როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებული ხალხისგან იმდენი ყურადღება იგრძნო, რომ გადაწყვიტა სპეციალური განცხადება გაევრცელებინა:


''გამგები გაიგებს... რამოდენიმე დღეში, ვმართავ ბრიფინგს, სადაც, ვისაუბრებ ჯანმრთელობაზე, თუ რა პროცესშია ამჟმად ჩემი ჯანმრთელობა და რა არის დასახული შემდგომ, და კიდევ მრავალ საკითხზე. 

იმედი მაქვს, ამ რამდენიმე დღეში, დალაგდება და თავისი ადგილი მიეცემა, ყველა საკითხს, სანამ, მომიწევს, საჯაროდ ამ თემებზე საუბარი!

თხოვნაა, ჟურნალისტებისადმი,   წინასწარ კითხვებს ნუ დამისვამენ. ყველა თემას, რომელიც განსჯას ექვემდებარება  ბრიფინგზე შევეხები! 

ვიცი, ყველას აინტერესებს, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვიცი, ყველას აინტერესებს ჩემი ბევრი საკითხი. სანამ რაიმე ანგარიშს ჩავაბარებ ჩემს საყვარელ საზოგადოებას, მანამ,  მხოლოდ ერთს ვიტყვი, იქ, საფრანგეთში, ყველაზე მთავარი საკითხი, რაც ჩემმა პროფესორმა კატრინმა დააყენა, ეს გახლავთ პოზიტივი, სიმშვიდე, სულიერი კომფორტი.

და კიდევ ერთი, ბევრს უკვირს, ეკა კარგად გამოიყურება და ავად როგორ არისო. გააცნობებთ, რომ ეს დაავადება, გარეგნობაზე არ მუშაობს, როდესაც მუშაობს და ცუდად ვარ, მე არავის ვენახვები. ასე, რომ ნუ გაგიკვირდებათ'' - წერს ეკა სოციალურ ქსელში.


http://www.etanews.ge/