ალბათ თქვენც ძალიან ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ ამ ეპატაჟურ მომღერალს თითქმის ყველა ფოტოში ენა აქვს გამოყოფილი. ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს უბრალოდ მისი სტილია, მაგრამ მოღერალმა ამ საიდუმლოს ფარდა სულ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუს დროს ახადა.
”ყველაფრის თავი ის არის, რომ ფოტოების გადაღება არ მიყვარს, ძალიან მეუხერხულება, რადგან არასდროს ვიცი რა გავაკეთო. ზოგი ადამიანი იღიმება, ზოგიც სხვადასხვა რამეს იფიქრებს, მაგრამ მე არასდროს ვიცი რა გავაკეთო იმისთვის, რომ ფოტოებში კარგად გამოვჩნდე. სწორედ ამიტომ ვყოფ ენას- უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე”- აცხადებს მომღერალი.
http://www.lollipop.ge/