არსებობს მრავალი საინტერესო ფაქტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობდნენ წარსულში ქალისთვის ღალატის საშუალება არ მიეცათ.
პირველად „ერთგულების ქამარი“ საბერძნეთში გამოიყენეს. მონებს ტყავის ქამრებს აცმევდნენ, რათა მებატონეებს თავდან აეცილებინათ არასასურველი ფეხმძიმობა. მონას რომელსაც შვილი ჰყავდა სრულფასოვანი მუშაობა არ შეეძლო, ამიტომ მსგავს მეთოდს მიმართეს.
მსგავს მეთოდს ერთმა გერმანელმა იმპერატორმა მიმართა. იმპერატორმა მჭედელს რკინის ქამარი შეაქმნევინა, სასახლიდან გასვლის წინ იგი ქამარს მეუღლეს თავად უკეთებდა, დაბრუნებული კი თავადვე ხსნიდა. ქამარზე მხოლოდ ერთი პატარა დირე იყო დატოვებული ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
გერმანელი ინპერატორის მეთოდი მამაკაცებს მოეწონათ და ძალიან მალე, ევროპაში, განსაკუთრებით კი იტალიაში ეჭვიანი მეუღლეები მსგავს მეთოდს აქტიურად მიმართავდნენ. დროთა განმავლობაში „ერთგულების ქამარი“ დაიხვეწა.
მამაკაცები მსგავს მეთოდს განსაკუთრებით ომიანობის დროს მიმართავდნენ. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით მჭედელებმა „ჭკუა ისწავლეს“, ისინი ქამრის შექმნისას მეორე, სათადარიგო ქამარს თავისთვისაც ქმნიდნენ. შედეგად კი ქალბატონებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, თუმცა, სათადარიგო გასაღებს გარკვეული „საფასურის“ ფასად იღებდნენ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს „ერთგულების ქამარი“ მოგვიანებით მამაკაცებისთვისაც შეიქმნა. ამ მეთოდს კი ძირითადად დიდგვაროვანი ქალბატონები მიმართავდნენ.
http://people.ge/