გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, შარდ-სასქესო, ნერვული, ენდოკრინული და სხვა სისტემების დაავადებების ვერანაირი მკურნალობა ვერ მოგვცემს სრული განკურნების გარანტიას, თუკი არ მოხდა გაწმენდის გზით ორგანიზმის გათავისუფლება ყოველგვარი იმ მავნე ნივთიერებისაგან, რაც როგორც ჯართი, ისე დაგროვდა მასში წლების განმავლობაში.
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების გაწმენდა აუცილებლად უნდა დავიწყოთ მხოლოდ მსხვილი ნაწლავის გაწმენდის შემდეგ. თუკი ასე არ მოვიქცევით, მაშინ წმენდა ყოველგვარ აზრს კარგავს. გავწმენდთ ღვიძლს, ნაღვლის ბუშტს, მაგრამ ცოტა ხანში გაუწმენდავი მსხვილი ნაწლავიდან წამოსული ჭუჭყი სწრაფად დაანაგვიანებს ისევ მათ. ამიტომ ჯერ შემოგთავაზებთ მსხვილი ნაწლავის გაწმენდის ორ მარტივ მეთოდს:
გაწმენდა ვაშლის საშუალებით. ყოველდღე 1 თვის განმავლობაში გავხეხოთ და შევჭამოთ უზმოზე 2-3 ვაშლი. მეორე თვეს იგივე გავიმეოროთ დღეგამოშვებით. ყველა შემთხვევაში საკვები უნდა მივირთვათ ვაშლის მიღებიდან 3 საათის გავლის შემდეგ.
გაწმენდა ასკილით. ასკილის გამშრალ ნაყოფს კარგად დავფქვავთ, შემდეგ დავაორთქლებთ და ვღებულობთ ღამით, ვახშმიდან 2-3 საათის შემდეგ ნახევარი ჩაის კოვზის ოდენობით. წმენდის ხანგრძლივობაა ერთი თვე.