გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მსახიობი გივი სიხარულიძე „კაზანტიპის“ ფესტივალთან დაკავშირებით საუბრობს. ჟურნალისტის კითხვას, რამდენად მიესალმება იმ ფაქტს, რომ როგორც წესი, ასეთ მუსიკალურ ფესტივალებზე ხშირად მოიხმარენ მარიხუანას, მსახიობი შემდეგნაირად პასუხობს:
„თუ ამ გართობაში მარიხუანა იგულისხმება, მაშინ წყეულიმც იყოს ეგ ფესტივალი. თუ საქართველო მაგ დონეზე დაეცა, რომ მუსიკალური ფესტივალების დროს მარიხუანა გახდა საჭირო, წყეული იყოს ყველა ასეთი ფესტივალი და მისი ყველა მომწყობიც.
ჩემ ახალგაზრდობაში რომ ჩამოსულიყო ამდენი უკრაინელი გოგო, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა. ჩვენ ისეთი მასპინძლები ვიქნებით, ეგენი ბედნიერები წავლენ აქედან.“, - აცხადებს სიხარულიძე.