საქართველოს თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე NDI-ს კვლევებს და ირაკლი ალასანიას მაღალ რეიტინგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ამ ვიდეოს, ამ პასუხს რომ მოუსმენთ, არ გაგიჭირდებათ ღირსეული კაცის და ქცევის შეგრძნება, თუკი ვაჟკაცობის და ღირსების ცნება ჯერ კიდევ ფასეულია.
ყველა სხვაც გამოიყვანა მდგომარეობიდან.
არავის არ ვადარებ, არავის საქციელს არ დავცინი, უბრალოდ მე ჩემი მიხარია.
და NDI-ს მიეცა ჩემი ცოდვა", - წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას განცხადებას მის მაღალ რეიტინგთან დაკავშირებით, მინისტრი ამბობს, რომ თუ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული არ არის, ვერც ალასანია და ვერც უსუფაშვილი წარმატებული ვერ იქნება.