სოციალურ ქსელში ხშირად ხდება განხილვის საგანი, ლამაზმანების გარეგნობა. თუ ლამაზი ხარ, დღეს უკვე ძნელია ვინმე დააჯერო, რომ ეს სილამაზე ბუნებრივია.
ვარსკვლავები იმის დამამტკიცებლად, რომ პლასტიკური ოპერაციებს არ სწყალობენ, ბავშვობაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ.
ბოლო დროს ბევრს საუბრობენ კესარია აბრამიძეზე. მისი გარეგნობა ბევრ გოგონას შეშურდება. ცოტა ხნის წინ კესარიას დედის ახალგაზრდობის ფოტო გავრცელდა.
დედა-შვილის მსგავსება აშკარაა. კესარიას დედა თბილისში დაბადებული უკრაინელია. დედის ერთ-ერთი ფოტო თავად კესარიამ გამოაქვეყნა ''ფეისბუქზე'' და კომენტარი გააკეთა, ამბობენ, რომ აწყობილი ვარ, არადა დედას ძალიან ვგავარო.