მამა ელიზბარი (დიაკონიძე): შესაძლოა, 3 ივნისს, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე პენსიაზე გაუშვან

დიაკონ  მამა ელიზბარის (დიაკონიძე) განცხადებით,  შესაძლოა  3 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე,  უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე  პენსიაზე გაუშვან.

„სინოდის სხდომაზე  განცხადება გაკეთდება, რომლის წინააღმდეგიც თავად უწმინდესი გახლავთ.  იმდენად დიდია  შიში კაცისა, რომ სამშაბათს ასეთ შედეგს მივიღებთ - უწმინდესი გავა დამსახყრებულ პენსიაზე და ეკლესიას უმამოდ დატოვებენ.


დადგენილებაში ჩაწერენ  ასეთ ფრაზას - სანამ, ჩვენ,  საკათალიკოსო კადრს მოვამზადებთ, მანამდე  სინოდი მართავს  საქართველოს  ეკლესიას.

ანუ, ის რაც გაიარა რუსულმა ეკლესიამ  და  აღადგინა სტალინმა,  ჩვენ უნდა გავიაროთ და დაველოდოთ სტალინს", - განაცხადა მამა ელიზბარმა (დიაკონიძე) „რეპორტიორში" სტუმრობისას.