კიტრის 11 სასწაული



ბაზარსა და მარკეტში სიარულისას თუ თქვენს კალათაში კიტრი მუდამ მოიძებნება, ე.ი. თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვებით, რომლებიც ჯანრმთელობას პირველ ადგილზე აყენებენ და იციან, როგორ მოუარონ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებს.

კიტრი ხომ მეოთხეა იმ ხშირად კულტივირებულ ბოსტნეულებს შორის, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე განსაკუთრებულად კარგად მოქმედებს.


გაეცანით იმ 11 სასწაულს, რომლებსაც კიტრი ახდენს:


* კიტრი წყლით ავსებს ორგანიზმს.

ამ ბოსტნეულის შემადგენლობაში წყალი 90%-ს იკავებს. შესაბამისად, ის არა მხოლოდ დასანაყრებლად არის კარგი, არამედ წყლის სმის მომაბეზრებელ პროცესსაც ცვლის.

* კიტრი აბალანსებს ტემპერატურას ორგანიზმში.

კიტრის მირთმევისას რაოდენობა შეზღუდული არ არის. ამის მიზეზს ისევ და ისევ კიტრის სასარგებლო თვისებები განაპირობებს. ის ორგანიზმის ტემპერატურას აბალანსებს. სწორედ ამიტომ, მისი სახეზე დადება გარუჯულ და დაზიანებულ კანს აღადგენს.

* კიტრი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან.

ვინაიდან კიტრში წყლის შემცველობა დიდია, ის ხელს უწყობს ორგანიზმის ტოქსინებისგან გათავისუფლებას. გარდა ამისა, კიტრის რეგულარული მიღება თირკმლებში ქვების გაჩენას უშლის ხელს.

* კიტრი ორგანიზმს ვიტამინებით ავსებს.

თითქმის ყველა ის ვიტამინი, რაც ორგანიზმს დღის განმავლობაში სჭირდება, სწორედ ამ ბოსტნეულშია თავმოყრილი. A, B და C ვიტამინები იმუნურ სისტემას აძლიერებს და ადამიანს ენერგიას ჰმატებს.

* კიტრი აჯანსაღებს სახის კანს.

კიტრი კრემნიუმს, მაგნიუმსა და კალიუმს შეიცავს. შესაბამისად, ის აჯანსაღებს კანის სტრუქტურას.

* კიტრი ხელს უწყობს წონის კლებას.

მათთვის, ვისაც გახდომა სურს, კიტრი საუკეთესო გამოსავალია. წყლის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, ის ორგანიზმს შლაკებისა და ცხიმებისგან ათავისუფლებს.

* კიტრი აუმჯობესებს მხედველობას.

თუკი დაღლილ თვალებს ჩაის ნაყენითა და წვეთებით შველით, თქვენს გამოცდილებას დღეიდან კიტრიც შეჰმატეთ. კიტრის ნაჭრებით თვალებზე დადება არა მხოლდო დაღლილობას მოგიხსნით, არამედ მხედველობას გაგიუმჯობესებთ.

* კიტრი ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას.

ცნობილია, რომ კიტრი 7 სახის სიმსივნის განვითარებას უშლის ხელს.

კიტრის 11 სასწაული

* კიტრი აბალანსებს სისხლის მიმოქცევას.

კალიუმისა და მაგნიუმის შემცველობის გამო კიტრი სისხლის მიმოქცევას აბალანსებს. ის კარგია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაც.

* კიტრი ,,ასუფთავებს“ პირის ღრუს.

ამ ბოსტნეულის გამოყენება საღეჭი რეზინის ნაცვლადაც შეგიძლიათ. თუკი პირის ღრუდან უსიამოვნო სუნისა და გემოს გაქრობა გსურთ, კიტრის პატარა ნაჭერი ენის ქვეშ ერთი წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. შედეგს თავად იხილავთ.

კიტრი ატენიანებს კანსა და თმას.

კიტრის შემადგენლობაში არსებული კვარცი სახის კანსა და თმაზე საოცრად მოქმედებს. სწორედ ამიტომ იყენებენ კიტრის ნაჭრებს ბუნებრივ ნიღბად, ხოლო მისგან გაკეთებულ სკრაბს – თმისათვის.