სასიკვდილო განაჩენი 27 წლის გოგოს ქრისტიანობისთვის



“მე ვარ ქრისტიანი და არასოდეს არ დავთმობ ჩემს რწმენას”

სუდანში, 27 წლის მერიამი, რომელიც 8 თვის ფეხმძიმეა და ჰყავს 2 თვის ბიჭი, 100 წკეპლის დარტყმის შემდეგ, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. მიზეზი კი ძალზე შემაშფოთებელია – იგი ქრისტიანია. მერიამი თვლის, რომ იგი შექმნა უფალმა იესო ქრისტემ და სიკვდილამდე თავისი უფლის ერთგული დარჩება. მოსამართლის თხოვნას, რომ იგი დაუბრუნდეს ისლამურ სარწმუნოებას და უარი თქვას ქრისტიანობაზე, რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს, მერიამი არ დათანხმდა: “მე ვარ ქრისტიანი და არასოდეს არ დავთმობ ჩემს რწმენას”, - განაცხადა მან. მისი მეუღლე, რომელიც ინვალიდს სკამზეა მიჯაჭვული, აცხადებს “მე არაფერი შემიძლია გავაკეთო გარდა იმისა, რომ ვილოცო, რათა ჩემი მეუღლე ცოცხალი გადარჩეს.”.


მსოფლიო ორგანიზაციის “ღია კარის”კვლევებით, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ქრისტიანები საშინელ ტანჯვას და ჩაგვრას განიცდიან. ჩამონათვალში შემდეგი ქვეყნებია: ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სირია, ერაყი, ავღანეთი, საუდის არაბეთი. ამ ქვეყნებში ისლამური რელიგია სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული, სწორედ ამ ქვეყნებში სასტიკად იტანჯებიან ქრისტიანები. რატომ ხდება ასე და რატომ აქვთ ამ ქვეყნებში სიძულვილის განცდა ქრისტიანების მიმართ? საქმე იმაშია, რომ ქრისტიანები აღნიშნულ ქვეყნებში ცხოვრობენ ღიად და არა ფარულად… როგორც ვოლფგანგ ბააკე აღნიშნავს, “ზოგიერთი ფიქრობს, რომ ისინი კონკურენციას უწევენ ისლამურ საზოგადოებას, ზოგიერთი აღიქვამს მათ, როგორც ოპოზიციას. ისლამი უფალი იესოს შვილებს არ ღებულობს”, – აცხადებს იგი.

მსოფლიოს ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში უფალი იესოს სიყვარული პროვოკაციად ითვლება.

რა არის შესაძლებელი იმისათვის, რომ მერიამი სიკვდილით დასჯას გადაურჩეს? ამისათვის ექსპერტები თვლიან, რომ საჭიროა საჯარო ზეწოლა, გარდა ამისა ქვეყანამ, რომელიც გაერო-ს წევრ ქვეყნად ითვლება, აუცილებელია იზრუნოს ადამიანის უფლებების დაცვაზე. თვით სუდანის პრეზიდენტი ბაშარი დადანაშაულებული იყო ადამიანის უფლებების დარღვევისათვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში.

ერთობლივ განცხადებით სუდანის მთავრობას უკვე მიმართა დიდი ბრიტანეტის, აშშ-ს, ნიდერლანდებისა და კანადის მთავრობებმა, რომელშიც ნათქვამია, რომ სუდანმა უნდა დაიცვას მისი მოქალაქეების რწმენის თავისუფლება და ასევე პატივი სცენ მათი რწმენის შეცვლის ფაქტსაც. ცენტრალური მუსულმანური საბჭოს თავმჯდომარემ აიმან მაციეკმა განაცხადა, რომ “გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უნდა მოხდინოს გავლენა სუდანის მთავრობაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული სასტიკი სიკვდილით დასჯა მერიემისათვის”.

აღნიშნულ ისლამურ ქვეყნებში ქრისტიანებს დევნინა. მათ შვილებს არ შეუძლიათ ამ მიზეზის გამო მიიღონ ნორმალური განათლება, ისინი კარგავენ საცხოვრებელ სახლებს, სამუშაო ადგილებს და იდევნებიან საკუთარ ქვეყნებში.

სირიაში, 49 წლის ფრანსუა მურადი კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი დასაჯეს სიკვდილით, რადგან იგი ქრისტიანული ეკლესიის წინამძღოლი გახლდათ. იგი და მისი ეკლესიის მსახურები დაცხრილეს.

პაკისტანში ასია ბიბი დასაჯეს სიკვდილით იმის გამო, რომ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად უფალი იესო ქრისტე და არა მუჰამედი აღიარა.

ჩრდილოეთ კორეელი დელ ჰეა ბიმ კი “ღია კარს”განუცხადა: “მე ბანაკში სიკვდილს გადამარჩინა ჩემმა რწმენამ. მე დავრჩი ჩემი ღმერთის ერთგული ბოლომდე და სწორედ მან გადამარჩინა. ჩემი რწმენა მე მაძლევდა ძალას.” იგი სხვა ქრისტინ პატიმრებთან ერთად, კვირაობით უფალს თაყვანს სცემდა საპირფარეშოში, სადაც მალულად იკრიბებოდენ. უამრავი სამწუხარო ისტორიებია ამ ქვეყნებში, რომლებიც ეხებათ ქრისტიანებს თუ რწმენაშეცვლილ მუსულმანებს.

წყარო: ,,თავისუფალი ზონა"