ნინო ჟვანია: გულწრფელად ვწუხვარ "ლიტერატურულში" მომხდარი ინციდენტის გამო


ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია ლიტერატურულ კაფეში მომხდარი ინციდენტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. მისი თქმით, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის" გაუმართლებელი რეჟიმისა, "ლიტერატურული" არ არის ის სივრცე, სადაც ადამიანები ასეთი ფორმით ურთიერთობენ.

„გულწრფელად ვწუხვარ "ლიტერატურულში" მომხდარი ინციდენტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, რომ არაფერი არ ამართლებს იმ არაადამიანურ დამოკიდებულებას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" იჩენდა საკუთარი ხალხის
მიმართ და რასაც დღესაც არ აღიარებენ ამ პოლიტიკური პარტიის წევრები და მხარდამჭერები, "ლიტერატურული" არ იყო ჩაფიქრებული, როგორც სივრცე, სადაც ადამიანები ასეთი ფორმით ურთიერთობენ, არამედ როგორც ადგილი, სადაც ყველანაირ აზრს აქვს თავისუფლად არსებობის უფლება და მე ყოველთვის ვცდილობდი სწორედ ამის დემონსტრირებას,"- წერს ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში.


ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე დაესხნენ თავს. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა რეზო თაბუკაშვილმა და გიორგი მგელაძემ მიაყენეს.