ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა მაესტროს „ცხრიანში“ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი მოულოდნელი კითხვებით დააბნია.
ნინო ჟიჟილაშვილი: „თქვენი ეთერში მოწვევა ჩემთვის ერთგვარ ინტრიგას შეიცავდა. მაინტერესებდა, მოგერიდებოდათ თუ არა მაესტროს ეთერში შემოსვლა. რას ეტყოდით მაესტროს მაყურებელს, რომელსაც ამ არხის დახურვას უპირებდით რამდენიმე წლის წინ?“
ეროსი კიწმარიშვილი: „მრავალტანჯულ მაესტროს თემაზე სასაუბროდ მე აქ არ მოვსულვარ. მორიდებას რაც შეეხება, თქვენ დამპატიჯეთ, მე-მოვედი, ასე რომ ინტრიგა დღეს ზედმეტია.
ნინო ჟიჟილაშვილი: „თქვენ რის სასაუბროდ მოხვედით ერთია და მე რა მაინტერესებს - მეორე. მოკლედ, არ გერიდებათ? არ გრცხვენიათ?
ეროსი კიწმარიშვილი: (დუმილი) „შემდეგი კითხვა... მორალის საკითხავად თქვენთან არ მოვსულვარ“.
შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი ამჟამად კენჭს რუსთავის მერად იყრის. კიწმარიშვილის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი სტუდია „მაესტროსა” და ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევასა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. ტელეკომპანია „მაესტრო“ კი კვლავ ელის გამოძიების დაწყებას ეროსი კიწმარიშვილის მიერ ტელეკომპანიაში გადაძრომის ფაქტთან დაკავშირებით.