ძიძას, რომელმაც გეგეშიძის ბაღში 4 წლამდე ბავშვი დაუნდობლად სცემა სოციალური ქსელით ეძებენ



,,11 მაისს, სადღაც 10:30 წუთზე, გეგეშიძის ბაღში ვინც თავის 3–4 წლის ბიჭი(წითელი შარვლით და წითელ ქოლგიანი ველოსიპედით)ძიძასთან ერთად სასეირნოდ გაუშვა, მინდა ვუთხრა, ძიძამ სასტიკად ცემა საწყალი ბავშვი,რომ მივედი პასუხის მოსათხოვად, გაიქცა ბავშვიანად...“- ამის შესახებ ,,ფეისბუქის“ მომხმარებელი სალომე ივანიშვილი საკუთარ გვერდზე წერს.



 ონლაინ გამოცემა aianews.ge  ფეისბუქზე ამ ინფორმაციის ნახვის შემდეგ ინფორმაციის ავტორს დაუკავშირდა.

,, ალბათ, ვერასდროს გაიგებს ამას ბავშვის მშობელი, რა ვქნა არ ვიცი... ძალიან დავითრგუნე..,თავად ორი შვილის დედა ვარ, ასეთი სისასტიკე როგორ შეიძლება, მშობელს ეიმედება შვილი, ამ დროს კი ვინ იცის, რა საფრთხის ქვეშ არის დაუცველი პატარა?! როგორმე უნდა მივაწვდინოთ ხმა იმ პატარა ბავშვის მშობლებს, ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ხვალ იქნებ ჩვენი შვილი დადგეს საფრთხის ქვეშ...''

ამ წერილს უკვე გამოეხმაურა ათასობით ადამიანი სოციალურ ქსელში, ძიძის პოვნა, როცა მისი ვინაობაც არავინ იცის და არც ფოტო სურათი არსებობს, ალბათ ძალიან ძნელივ იქნება, მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ბავშვის მშობლები,  ამ მწირი ინფორმაციითაც შეძლებენ  მოძალადე ძიძას ამოცნობას.