მამუკა არეშიძე: რთული პერიოდი გველის...



სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის,  კავკასიის საკითხებში ექსპერტ  მამუკა არეშიძის შეფასებით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობაში ის გზა აირჩია, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება მიჰყვებოდა.
„ეს არის გზა ევროინტეგრაციისკენ“,- აღნიშნა არეშიძემ.

მისივე შეფასებით,  რუსეთისთვის ასოცირების ხელშეკრულება განსაკუთრებული გაღიზიანების საფუძველს არ წარმოადგენს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუკაშევიჩის განცხადება კი, რომელშიც  მინისტრი ასოცირების  ხელშეკრულებაზე საუბრობს, ორიენტირებულია  NATO-ს  სამიტზე.
„წინასწრ აფრთხილებენ საქართველოს - რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს NATO-თან ურთიერთობის გაღრმავებას და ურთიერთობის სხვა ფაზაში გადაყვანასო. ასე რომ რთული პერიოდი გველის“,-განაცხადა მამუკა არეშიძემ.


დიანა ლიპარტელიანი  http://www.reportiori.ge/