გოგონები თავდაჯერებულნი იყვნენ და თვლიდნენ, რომ სოფოს გუნდში კონკურენტი არც ჰყავდათ. ასეც მოხდა, ქერა გოგონების ჯგუფი „Fancy Girls“ გააგდეს კიდეც. „Sparkle“-ს ერთ-ერთი წევრი სალომე მერებაშვილი ფეხბურთელ გიორგი მერებაშვილს უმცროსი დაა. ფეხბურთელი იჯდა და სამეგობროს დახმარებით დის ჯგუფს ზარებით გულშემატკივრობდა. PrimeTimeNews-მა გიორგი ფილარმონიის დარბაზში ემოციურ ფონზე ჩაწერა.
გიორგი მერებაშვილი: საკუთარ თამაშზე არ ვნერვიულობ ასე. მეუღლე მელაპარაკებოდა და არ ესმოდა. გათიშული ვიყავი ნერვიულობისგან. გოგონები კარგად გამოვიდნენ.
- მათი სექსუალური იმიჯი მანამდე ნანახი გქონდა?
- არა, სცენაზე პირველად ვნახე, არ ვიცოდი როგორ გამოვიდოდნენ. არც თუ ისე სექსულურად იყვნენ ჩაცმულნი, უარესი მქონდა წარმოდგენილი. სცენას მოუხდნენ.
- გიორგი გაბუნიას შეფასებაზე რას იტყვი
- ქალიშვილების ცეკვას გავდაო?
- მენტორების შეფასებას ველოდი. მე მგონი კარგი შეფასება გააკეთეს. სექსუალურობას ხაზი არ გაესვა. დაძაბულობა არ ყოფილა. ბედნიერი ვარ და „Sparkle“-ს შემდეგ ტურში გადასვლას ვულოცავ.
- კიდევ ინერვიულებ?