მომღერალი ვერ ხვდება, რატომ დახვდა კოპენჰაგენიდან დაბრუნებულს ერი გამოკონჩიტებული.
„ჩემთვის კონჩიტა ახალი ხილი არ არის, ფურორს არ იწვევს. სად იყო კონჩიტა, როცა გეი ფრედი მერკურიმ 1983 წელს ქალის ტანსაცმლით, მაკიაჟით და ულვაშით კლიპი გადაიღო?.. კონჩიტა ჩაკეტილი ადამიანია. კონტაქტში არ შემოსულა. არ იჩენდა ინიციატივას და სურვილს ვინმესთან მისულიყო. მასთან ერთად ფოტოს გადაღების მსურველები იმდენი იყვნენ, არც სჭირდებოდა აქით ყურადღების გამოჩენა. როგორი ადამიანია არ ვიცი. ჩემთვის ჩვეულებრივი კონკურსანტი იყო. ვაიმე, კონჩიტა მოდის-მეთქი,
ასეთი განცდა არ მქონია. მუსიკალურად, ვიზუალურად და ძალიან თამამი ნაბიჯებით ერთადერთი გეი მუსიკოსი მხოლოდ ფრედი მერკურია, მის გევრდით ვერავის დავაყენებ, მით უმეტეს კონჩიტას. მაპატიეთ და კონჩიტას ვერც ჯორჯ მაიკლის, ვერც ელტონ ჯონის დონეზე ავიყვან... კონკურსებში მონაწილეობდა, არ უმართლებდა და ამ „ობრაზით“ ორი წლის წინ გამოჩნდა. კონჩიტათი ავსტრია „ევროვიზიაზე“ გამოსასვლელად ორი წელია ემზადება. რამდენიმე წელია ავსტრია ფინალშიც ვერ გადადიოდა. ასე რომ ეს ყველაფერი გათვლა იყო... მაპატიოს მუსიკალურმა საზოგადოებამ, მაგრამ კონჩიტა ვოკალურად არ მომწონს. მისი სიმღერა პლაგიატიზმის ზეიმი იყო. სიმღერა მოპარული მელოდიებითაა შექმნილი. ჯეიმს ბონდის რომელიღაცა საუნდთრეკის მელოდიას მივამსგავსე. იმიჯიც მოპარული აქვს. არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონია. ჩემთვის ამ კონკურსანტს ინდივიდუალობა არ ჰქონდა,“ - აღნიშნა მარიკო ებრალიძემ.

წყარო: პრაიმტაიმნიუსი