საბერძნეთში მცხოვრები ქართველების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას



საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტები საყდრისთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას და პატრიარქს მიმართავენ. განცხადება საბერძნეთიდან „რეპორტიორს“ გამოუგზავნეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საბერძნეთში მცხოვრები ქართველები მივმართავთ საქართველოს მთავრობას:      პრემიერ მინისტრ  ბ-ნ: ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის  თავჯდომარე ბ-ნ: დავით უსუფაშვილს, საქართველოს პრეზიდენტბ-ნ: გიორგი მარგველაშვილს, კულტურის მინისტრ  ბ-ნ: გურამ ოდიშარიას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს  ილია მეორეს და  ბ-ნ:  ბიძინა ივანიშვილს შემდეგი
მოთხოვნებით:
1.    საყდრის-ყაჩაღიანის  უძველეს მაღაროს, აღუდგეს კულტურული ძეგლის სტატუსი და მოხდეს ქართველი და უცხოელი არქეოლოგების მიერ გაწეული 9 წლიანი შრომის შედეგების აღიარება.
2.    შეწყვეტილ იქნას ყოველგვარი სამუშაოები კერძო კომპანია RMG(Gold)-ის მიერ საყდრის-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე.
3.    დადგენილ იქნას კერძო კომპანიაRMG (Gold)-ის რეალური მფლობელი.

4.      შესწავლილ იქნას ბოლნისის რაიონში, კერძოდ კაზრეთში შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები,“ - ნათქვამია განცხადებაში.