ნანუკა ჟორჟოლიანი: მე მარტო სოდ-ის უფროსის ცოლი არ ვარ, მე ვარ წარსულში ბრალდებულის დაც



ნანუკა ჟორჟოლიანი ნოშრევან ნამორაძესა და კოდუებს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნამორაძის ჩვენებებში ბევრი უზუსტობაა. ჟურნალისტი მოითხოვს, გამოძიებამ დაადგინოს, დაპატიმრებისას ნამდვილად ჩაუდეს თუ არა ნამორაძეს ნარკოტიკი.



„ნოშრევან ნამორაძე ამბობდა მარტო ვიყავიო, არ აღმოჩნდა მარტო, სუთიძე ამბობდა მანქანა ჩამომართვა ერეკლე კოდუას ჰყავსო -ერეკლე კოდუას ეს მანქანა არ ჰყავს და არცერთი წუთი არ ჰყოლია. ნამორაძე ამბობდა წილი დამათმობინესო -წილი კი დაათმობინეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დღეს, კრიმინალურ პოლიციაში არის საბუთები, რომელიც ადასტურებს, რომ ნოშრევან ნამორაძემ 50%-ის სანაცვლოდ გაიტანა უძრავი ქონება. არის ნარკოტიკი ჩადებული? საშინელებაა! მე ეს კარგად ვიცი. მე მარტო სოდ-ის უფროსის ცოლი არ ვარ. მე ვარ წარსულში ბრალდებულის დაც და კარგად ვიცი, ეს რა არის. ჩატარდეს გამოძიება,"- განაცხადა ჟორჟოლიანმა გადაცემაში „პოლიტიკის დრო".