ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი ერთ-ერთ ინტერნეტ-პორტალზე ვანო მერაბიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ "გულისამაჩუყებენ ჩანახატს" "ფეისბუქის" პირად გვერდზე მოკლე ფრაზით ეხმაურება.
"შენ მოგიკვდი…საწყალი", - წერს ლაზაშვილი და იქვე იმ სახლის ფოტოს აქვეყნებს, სადაც მწერალი მიხიელ ჯავახიშვილი ცხოვრობდა.
"ამ ჩვეულებრივ სახლში დაიბადა ვანო მერაბიშილი… სერგო ძიამ და ჟენია დეიდამ მთელი ცხოვრება წვალებით და დიდი შრომით ააშენეს, ვენახის ყველა ძირი სერგო ძიას და ჟენია დეიდას მუყაითიან შრომით არის გახარებული.
შვილებიც დიდი წვალებით დაზარდეს, სიდუხჭიესა და გაჭირვეაში.
როცა მიყვება ჟენია დეიდა, როგორ დგებოდა დილით,როგორ ასწრებდა პირუტყვის დაბინავებას,ბაზრის მოვლას, მერე კი სკოლაში
წასვლას და გაკვეთილების ჩატარებას ბავშვებზე, ახალციხის მეხუთე საშვალო სკოლაში…
მეუბნება სულ, აბა, დედი, რა მექნა შვილო, ჩემი შვილები ნიჭიერი ბავშვები იყვნენ,და ხელი რომ არ შემეწყო რითი მესწავლებინა. რითი დაამთავრებდნენ უმაღლესს?
ასეა,ყველა მშობელი ვისაც შვილის მომავალი და განათლება ანაღვლებს, შვილებისთვის ასე წვალობს….ჟენია დეიდა და სერგო ძია არიან უსაყვარლესი და დიდი სითბოთი დაჯილდოებული ადამიანები. შვილის დაბადების დღეს გილოცავთ…
ღმერთო გაგვითენე მალე ის ბედნიერი დღე, რომელსაც ვანოს თავისუფლება ქვია
ირმა გელაშვილი", - აღნიშნულია ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნებულ ტექსტში.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/