მას შემდეგ, რაც ვალერი გელაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მისი ცემის ფაქტზე ერეკლე კოდუას ბრალს წაუყენებენ, ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე გელაშვილის მისამართით არაერთი ბრალდების შემცველ სტატუსს აქვეყნებს.
ნანუკას მხარს თანამოაზრეებიც უჭერენ. ყურადღებას იქცევს ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ დატოვებული პოსტი ნანუკა ჟორჟოლიანის გვერდზე, რომელშიც ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე საუბრობს. მისი თქმით, წყარომ, რომელმაც ამ გეგმის შესახებ გაანდო, აცნობა, თუ ვინ იყო პირი, რომელიც ვალერი გელაშვილის ცემას ხელმძღვანელობდა.
Facebook/ ელისო კილაძის მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი:
"ერთი წლის წინათ, დაახლოებით ამ დროს ერთ ერთ არხზე ვთქვი-ბატონო ბიძინა, თქვენ ჩემგან სიცოცხლით ხართ დავალებული თქო. გამგებმა გაიგო. მას შემდეგ ამ თემას აღარ დავბრუნებივარ.წუხანდელი გელაშვილის განცხადების მერე მგონი ვალდებული ვარ საჯაროდ ვთქვა ის,რაც ვიცი:
შარშან მარტში, ჩემი მეგობრის მეშვეობით ძალოვანი უწყების ერთ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დამიკავშირდა. მე მას გვიან ღამით შევხვდი. მან გადმომცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზადდებოდა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია, რომ 25 ყოფილ სპეცრაზმელს ამზადებდნენ ერთ ერთ ბაზაზე (დამისახელა ადგილმდებარეობაც). მანვე მოითხოვა შეხვედრა მაშინდელ შინაგან საქმეთა
მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილ პირთან (სხვას არ ენდობოდა) იმავე ღამეს, დილის ოთხ საათზე, ასევე ჩემი მეგობრების მეშვეობით, მოიძებნა ის პიროვნება და გამთენიისას, ყოფილი მაღალჩნოსანი მას შევახვედრე. სწორედ ამ ყოფილმა მაღალჩინოსანმა მითხრა იმ ღამით-დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემას ვინც ხელმძღვანელობდა, დღეს ფინანსური პოლიციის სპეცრაზმის უფროსად დანიშნესო.
პ.ს.უმორჩილესად ვთხოვ, ჩემს მეგობრებს ხელისუფლებიდან, გამოძიების პროცესში ეს ინფორმაცია გადაამოწმონ. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად დავასახელებ ამ ისტორიის მონაწილეთა ვინაობას", - წერს ელიკო კილაძე.
წყარო http://www.ambebi.ge/