რა არის სიყვარული ბავშვების განმარტებით?



ამ გრძნობაზე ყველგან ლაპარაკობენ - ქუჩაშიც, სახლშიც, სამსახურშიც და ცხადია, სოციალურ ქსელებშიც. 

ამას წინათ ერთ-ერთ ფორუმზე მკვლევარების მიერ ჩატარებული გამოკითხვა დაიდო, რომელიც ცხადია, კომენტარების გარეშე არ დაუტოვებიათ. მკვლევრებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, - რა არის სიყვარულიო? აი, რას ამბობენ პატარები:


6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა, ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ამ საქმეში ბაბუ ეხმარებოდა მაშინაც კი, როცა თავადაც დაუავადდა ხელები ართრიტით. აი, ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შემწვარ კარტოფილს სხვას უწილადებ და სამაგიეროდ არაფერს სთხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს გაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები, - შენი პერანგი მომწონსო, ის კი ამ პერანგს ყოველდღე იცვამს.

5 წლის მერიენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით 
შინ მარტო დატოვე.

7 წლის ბილი: როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოსთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული.

8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული