ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "1002 ღამის" ეთერში გია ჯაჯანიძემ ტკივილიანი და ცრემლიანი მონოლოგით მოიგონა გარდაცვლილი მეგობარი, ჟურნალისტი გუგა კვიტაშვილი. გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვინც იცნობდა გუგა კვიტაშვილს, ერთმანეთის მიმართ უდიდეს მწუხარებას გამოხატავდნენ.
გია ჯაჯანიძემ, რომელიც გუგა კვიტაშვილს ბოლო წუთებამდე გვერდით ედგა, მეგობრის მძიმე დღეების შესახებ ისაუბრა. "...ის ძალიან წვალობდა, იტანჯებოდა, მაგრამ მთხოვა, რომ რაც უნდა მოხდეს, ტელევიზიით არ გამოაცხადო, რომ დახმარება მჭირდებაო. მაგრამ მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ბოლომდე გვერდით დაუდგნენ, გასაჭირში არ მიატოვეს (ცოტა გონზე რომ მოვალ, მათ შესახებ საზოგადოებას მოვუთხრობ)", - აღნიშნა ჯაჯანიძემ.