უნიტაზიდან ამომძვრალმა პითონმა დიასახლისის „შეჭმა“ განიზრახა (ვიდეო)
უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა მიმდინარე წლის პირველ მაისს სინგაპურში, საპირფარეშოში შესული 34 წლის ნორასლინდ ასატის „შეჭმა“ ორ მეტრიანმა პითონმა განიზრახა.
აღსანიშნავია, რომ პითონი მხოლოდ მას შემდეგ „გააქტიურდა“ რაც ქალბატონი საპირფარეშოში „საქმეს შეუდგა“. ქალბატონმა უცნაური ხმა გაიგო, თუმცა მას შემდეგ რაც მიმოიხედა და ვერაფერი დაინახა, საკუთარ შიშებზე გაეცინა, დაზარალებულის თქმით რამდენიმე წამში ძლიერი ტკივილი იგრძნო, პითონმა მას საჯდომზე უკბინა. წამოდგომის შემდეგ, უნიტაზიდან პითონი ამოძვრა, ქალბატონი არ დაიბნა და მისაღებ ოთახში გაიქცა, საპირფარეშოს კარი დაკეტა, გამოიძახა შესაბამისი სამსახურები და სასწრაფო დახმარბის ბრიგადა.
ასატი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ჭრილობებზე რამდენიმე ნაკერი დაადეს, პითონი კი ადგილობრივ ზოოპარკში მოათავსეს.