ეს პუტინისთვის ალბათ დიდი დარტყმა იქნება



დღევანდელი დღის ერთერთი მთავრი თემა, საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში პუტინის ჩინეთში ვიზიტი იყო. ამ ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ რუსი ეკონომისტები და ექსპერტები. არაერთმა პოლიტიკოსმა განაცხადა რომ დასავლეთის სანქციები რუსეთს ვერაფერს დააკლებდა და ეს სიტუაცია პირიქით, მათ წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგან მათ ქონდათ რესურსი ჩინეთიდან მიეღოთ და ჩინეთთან ალიანსით უზრუნველყოთ, საკუთარი ეკონომიკის დაცვა დასავლეთის

გავლენისაგან. ფინანსტა მინისტრმა ისიც კი თქვა ეს სანქციები უკეთესია რუსეთის ეკონომიკისთვის რომ ახალი მიმართულებით განვითარების იმპულსი მიიღოსო. ალბათ საქართველოს მაგალითით ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა რომ რუსებს ძალიან უნდოდათ ჩინეთთან საუკუნის შეთანხმების გაფორმება ეს პუტინს არ გამოუვიდა, არც იმის მიუხედავად რომ რუსეთის შეთავაზება საკმაოდ მომხიბვლელი იყო. ანალიტიკოსები რომლებიც ამ ვიზიტს აკვირდებოდნენ წერენ რომ პუტინის ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა და ჩინეთოსათვის დასავლეთთან კომფრონტაცია უფრო მეტად დამაზიანებელია ვიდრე, მოცემულ მომენტში რუსეთის მომხიბვლელ წინადებებზე დათანხმება. კონკრეტულად რუსეთი სთავაზობდა ჩინეთს 38 მილიარდ კუბომეტრი გაზის შეღავათიან ფასში მიწოდებასა და შორეულ აღმოსავლეთში ლგოტური საინვესტიციო გარემოს შექმნას. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ჩინეთი ამ წინადადებებს არ დასთანხმდებოდა რადგან, შექმნილი ვითრებიდან გამომდინარე დრო მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ და ის რასაც რუსეთი სთავაზობდა ჩინეთს, უფრო მეტად სჭირდება რუსეთს ვიდრე ჩინეთს. იმ ტერიტორიაზე რომელზეც პუტინის ჩინელი ინვესტორებისათვის სამოთხის მოწყობას პირდება, ისედაც მოსახლეობის მეოთხედი ჩინელია, რომელთაც უზარმაზარი მიწები აქვთ შესყიდული და რომელიც ძალიან მალე სავარაუდოდ ჩინეთის საკუთრებაში გადავა. რუსები ჩქარობენ ხოლო ჩინელებს არსად ეჩქარებათ და შესაბამისად რუსეთისთვის ისეთი პირობების დატოვებას რომლის პირობებში ის კარნახობს თამაშის წესებს, აღარავინ რისკავს, მათ შორის არც ჩინეთი.
ეს პუტინისთვის ალბათ დიდი დარტყმა იქნება და შეეცდება შურისძიებას ან სხვა გეგმის განხორციელებას, რომელიც სავარაუდოდ ექნებოდათ კრემლში. მთავარი ისაა ამჯერად ვისი საზღვრები არ მოსწონს პუტინის რომ შეცვალოს და ამით ცოტა ხანი კიდევ გაიხანგრძლივოს ხელმწიფეობა.