როგორ უნდა მიიზიდოთ იღბალი? 15 ხერხი



 ძალიან ხშირად მითქვამს და მიფიქრია რომ ყველაზე უიღბლო ადამიანი ვარ მთელს მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ თქვენც… ხშირად ისე ხდება რომ ადამიანები ვერ  ვაცნობიერებთ რომ ყველაზე დიდი იღბალი სწორედ ისაა რომ ვარსებობთ თუმცა ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე რჩევა იბალის   “მოსაზიდად”
1. ხშირად იკონტაქტეთ
რაც უფრო მეტი ნაცნობი გეყოლებათ , მით უფრო დიდია წარმატების ალბათობა. ვიღაც საჭირო ადამიანს გაგაცნობთ, ვიღაც სასარგებლო რჩევას მოგცემთ და ა.შ.
2. იმეგობრეთ წარმატებულ ადამიანებთან
ეცადეთ, რომ გარს პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბოთ. იმეგობრებთ ოპტიმისტებთან და წარმატებულებთან. ამ შემთხვევაში დადებითი ენერგიით დაიტვირთებით და წარუმატებლობას ადვილად გაუმკლავდებით.
3. არ შეგეშინდეთ ინიციატივის გამოჩენის
თქვენი შესაძლებლობების წარმატებული რეალიზაციისთვის, საკუთარი პიარის ხელოვნებას უნდა დაეუფლოთ. არ შეგეშინდეთ ინიციატივის გამოჩენის, სიმორცხვე არაფერში გამოგადგებათ. გააკეთეთ ისე, რომ შეგამჩნიონ და თქვენთან თანამშრომლობა მოუნდეთ.
4. გააკეთეთ ის, რაც მოგწონთ
მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. გააკეთეთ ის, რაც თქვენ გსურთ და არა ის, რასაც სხვები ელოდებიან თქვენგან.
5. იფიქრეთ პოზიტიურად
გაექეცით ასეთ ფრაზებს: „როგორც წესი ამაში არ მიმართლებს“, „უბედური ვარ“ და ა.შ. ამ ფრაზებით თქვენ ნეგატივს იზიდავთ, რაც წარმატების მიღწევაში სულაც არ დაგეხმარებათ/ თუ არ დაიჯერეთ თქვენი იღბლიანობის, არაფერი გამოვა.
6. არ დაკარგოთ აზარტი
ცხოვრება თამაშია – წაგების შემდეგ მოგება მოდის და პირიქით. არ უყუროთ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად. ამან შეიძლება დაგღალოთ.
7. გაიღიმეთ
როდესაც იღიმით, თქვენი სხეული ენდორფინს გამოიმუშავებს. ასე, რომ გაიღიმეთ და იყავით ოპტიმისტები.
8. იცინეთ მთელი გულით
სიცილი არა მხოლოდ განწყობას აკეთებს, არამედ ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია.
9. გულამდე მხოლოდ კარგი მიიტანეთ
იმისათვის, რომ იღბალმა კარზე მოგიკაკუნოთ, საჭიროა მისი მიღება. გაანებივრეთ თქვენი თავი ლამაზი ნივთებით, საყავრელი მუსიკით, ცხოველებით და კარგი ადამიანებით და იღბალიც სულ მალე გეწვევათ.
10. დაუახლოვდით ბუნებას
იმისათვის, რომ ენერგია და ძალები მოგემატოთ, აუცილებელია   რეგულარულად დაძლიოთ დაღლილობა. ამაში ბუნება დაგეხმარებათ. სწორედ ის აგავსებთ ყველაზე მეტად ძალით და ენერგიით. ისეირნეთ სკვერებში, გადით ხმაურიანი ქალაქიდან. იარეთ ფეხშიშელმა ბალახზედა შეიგრძენით ბუნების გჰარმონიულობა.
11. დაკავდით ხელოვნებით
იცეკვეთ, იმღერეთ, ხატეთ. ნებისმიერი სახის ხელოვნება სტრესს ხსნის.
12. შეაქეთ თქვენი თავი
გიხაროდეთ თქვენი წარმატება, გაუკეთეთ თქვენ თავს საჩუქრები. ეს სტუმულს მოგცემთ შემდეგი გამარჯვების მოსაპოვებლად.
13. იგრძენით თავი თავისუფლად
მხოლოდ თავისუფალ ადამიანს აქვს გამარჯვების შანსი. გადაყარეთ უსარგებლო ნივთები, აპატიეთ მათ ვინც გაწყენინათ, დააბრუნეთ ვალები და დაიწყეთ ცხოვრება თავისუფალ სივრცეში.
14. ამოირჩიეთ თილისმა
ეს ისეთი ნივთი უნდა იყოს, რომელთანაც კარგი მოგონებები გაკავშირებთ და რომლის თან ტარება ადვილია. აუცილებელია იმის დაჯერება, რომ თილისმა იღბალს მოგიტანთ. ასე თქვენ ნივთს დადებითი ენერგეტიკით დატვირთავთ და ისიც დაგეხმარებათ სურვილების ასრულებასა და წარმატების მიღწევაში.
15. შეიგრძენით საკუთარი იღბლიანობა
იპოვეთ თქვენს ცხოვრებაში იღბალის გამოვლინება და გახსოვდეთ, ის ყველას ცხოვრებაში შესამჩნევია, მთავარია კარგად დააკვირდეთ. და არ დაგავიწყდეთ, ადამიანს, რომელიც თავის ბედ-იღბალის მადლირია, კიდევ ბევრჯერ გაუმართლებს.