ცნობილი ვარსკვლავები პირველ სექსზე ალაპარაკდნენ

ვარსკვლავები თავიანთი პირველი სექსუალური გამოცდილების შესახებ საუბრობენ. ყველასთვის ცნობილებში არიან ისეთებიც, რომლებმაც სექსს გემო საკმაოდ ადრეულ ასაკში გაუსინჯეს და ასევე ისეთებიც, რომლებმაც სექსი საკმაოდ სოლიდურ ასაკში შეიცნეს, თუმცა სულაც არ ფიქრობენ, რომ ამით ვინმეზე ნაკლები ან მეტი არიან…



ცნობილმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ ქალწულობა 14 წლის ასაკში, თავის სკოლელ მეგობარ ბიჭთან დაკარგა.

შეიძლება ბევრს ჰგონია, რომ ბრიტნი სპირსმა ქალიშვილობა ჯასტინ ტიმბერლეიკთან დაკარგა, მაგრამ მომღერლის თქმით, ის 14 წლის იყო, როცა პირველი სექსი 30 წლის ამერიკელ ფეხბურთელ რეგ ჯონსთან ჰქონდა.


2.ქლო კარდაშიანი: “კარგი იქნებოდა მშობლებისთვის დამეჯერებინა და შემდეგ ის იმედგაცრუება არ განმეცადა, რაც პირველი სექსის მერე მქონდა” – კარდაშიანი ინტერვიუში აცხადებს, რომ ქალიშვილობა 14 წლის ასაკში, გაცილებით უფროს მამაკაცთან დაკარგა.

3.სუპერმოდელ ქეით მოსის თქმით, პირველი სექსი მას 14 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც ოჯახთან ერთად ბაჰამას კუნძულებზე იყო დასასვენებლად.

4.ჯესიკა სიმპსონს პირველი სექსი მხოლოდ გათხოვების შემდეგ, 22 წლის ასაკში ჰქონდა.

5.ცნობილი სერიალის, ”მეგობრების” მომხიბვლელი მსახიობი ლიზა კადროუ ამბობს, რომ ქალწულობა 1995 წელს მხოლოდ მას შემდეგ დაკარგა, რაც გათხოვდა. რაც მთავარია, ამ დროს იგი 32 წლის გახლდათ.

6.ულამაზესი და მომხიბვლელი მოდელი, ადრიანა ლიმა ”ნამდვილ ქალად” ასევე გათხოვების შემდეგ იქცა. იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქორწინებამდელ სექსს და ქალწულობაც მეუღლეს ”მხოლოდ” 27 წლის ასაკში ,,ჩააბარა”.