რომ "ქართული ოცნება" საწყალია

საზოგადოებაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს კამპანია, რომ "ქართული ოცნება" საწყალია, სუფთა ხალხი არიან და "რესპუბლიკელები" და "ნაცები" არიან ცუდები, თორემ ეგენი კარგები არიანო. ხე ნაყოფით შეიცნობა. ის 9 წელი, ჩანდა, რასაც სააკაშვილი და "ნაციონალები" სჩადიოდნენ, მაგრამ ის "რუხი კარდინალი", რომელიც ახლა კულისებშია, "ნაციონალებზე" უარესია. 
- ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ? 

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ივანიშვილი მართავდა მაშინაც პროცესებს, როცა "ნაციონალები" იყვნენ. სისტემა, რომელიც მისი ფონდიდან დაფინანსდა, ჩვენ გვახრჩობდა, ახლა მეორე სერია ჩაგვიტარეს. 
- კი მაგრამ, ეს ის კაცი არაა, რომელიც ოჯახურ სიწმინდეს ქადაგებს? 
- ყალბია. ამიტომ ვამბობ, იმის გამო, რომ ივანიშვილმა თავისი მილიონები დაიცვას ევროპაში, მის გამო ჩემი ქვეყანა ვერ იქნება დაჩაგრული, მამა დავით ლასურაშვილმა პირდაპირ უთხრა პარლამენტარებს, მრავალი თქვენგანი მოდიხართ ჩვენთან, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით იღებთ დისკრიმინაციულ კანონსო, და შეახსენა მათ, თქვენ ხალხის დაკვეთა უნდა შეასრულოთ და არა თუნდაც ბიძინასიო. სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკური ველი გაჯერებულია ნაყიდი ადამიანებით, ლუსტრაცია დაიწყო უკვე ამ ადამიანების და 17 მაისს კიდევ ერთხელ ვნახავთ, ვინ რომელ მხარეს დადგება. 
- გაბედავს ხელისუფლება იქით მხარეს დადგომას? 
- არ გამიკვირდება. სამარცხვინოა, რომ კომუნისტური პარტიის დროს გადიოდა კანონი ერთხმად და ახლაც ასე მოხდა. მთელი ეკლესია ფეხზე დადგა და ერთი კაცი არ აღმოჩნდა მათ გვერდით.