ბოლოკი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, ნატრიუმით, მაგნიუმით, რკინით, C ვიტამინით, PP და B ჯგუფის ვიტამინებით. უხვად შეიცავს აგრეთვე ნიკოტინის მჟავას, თიამინსა და ლაქტოფლავინს. ბოლოკი აღძრავს მადას, ხელს უწყობს ნაწლავებში საკვების გადაადგილებას, აადვილებს მონელებას, ნაწლავების დაცლას. ბოლოკის შემცველ სალათებს აქვს შეშუპების საწინააღმდეგო და ნაღველმდენი ეფექტი. ძირხვენების წვენს იყენებენ საჭმლის მონელების და მეტაბოლურ პროცესთა გასაუმჯობესებლად. ბოლოკი განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით (აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს), პოდაგრითა და გაცხიმოვნებით დაავადებულთათვის.
მისი ძირნაყოფის რეგულარული გამოყენება მატებს მხნეობას, აუმჯობესებს სახის ფერს, გულის მუშაობას, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს. ბოლოკის განსაკუთრებული სტრუქტურის უჯრედისი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ეს მცენარე ბუნებრივი ანტიბიოტიკების - ფიტონციდების წყაროა, ამიტომ მისი ძირხვენები შეიძლება ანთებითი და გაციებით მიმდინარე დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოვიყენოთ. სასარგებლო და საკვებად ვარგისია ბოლოკის ფოჩებიც. მიკროელემენტებისა და ვიტამინების შემცველობით ისინი ძირხვენებს არ ჩამოუვარდება, ასე რომ, თამამად შეგიძლიათ, გამოიყენოთ სალათებში, წვნიანებში, მოშუშოთ ან უმად მიირთვათ.

ოჰაიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ იისფერი კენკრა, ხილი თუ ბოსტნეული ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას. ამ ფერის ნაყოფი შეიცავს განსაკუთრებულ პიგმენტებს - ანტოციანინებს, რომლებსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ბოლოკისა და შავი სტაფილოს ანტოციანინები 80%-ით ანელებს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას, იისფერი სიმინდისა და ნიუკას პიგმენტები კი სულ მთლად აჩერებს ამ პროცესს და ამავე დროს ანადგურებს სიმსივნური უჯრედების 20-მდე პროცენტს ჯანმრთელი უჯრედების დაუზიანებლად. საცდელ ვირთაგვებს, რომლებსაც რეგულარულად კვებავდნენ ნატურალური იისფერი პროდუქტებით, ონკოლოგიური პათოლოგიის სიმპტომები 70%-ით შეუმცირდათ. იისფერ ბუნებრივ პროდუქტებს შორის ბოლოკს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.