რძე და პური - ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

რძე არა მარტო სასარგებლო საკვები, უნიკალური კოსმეტიკური საშუალებაცაა. მასში შემავალ ნივთიერებებს კანის უჯრედების აღმდგენი თვისება გააჩნია.

- თეთრი პური დაჭერით და ქაღალდის პარკით მაცივარში შეინახეთ. ყოველდღიურად ორი ნაჭერი ამოიღეთ, თბილი რძით გაჟღინთეთ და 20 წუთით თვალებზე დაიდეთ. ეს ნიღაბი თვალების ირგვლივ ნაოჭებს ასწორებს. პროცედურა ერთი თვის განმავლობაში
ჩაიტარეთ.

- პატარა ფინჯანში ორი სუფრის კოვზი ფქვილი ჩაყარეთ, დაასხით რძე ფაფისებური მასის მიღებამდე, წაისვით სახეზე თანაბრად, როგორც კი შეშრება, გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი კანს ჭიმავს, კვებავს და ნაოჭებს ასწორებს.

- ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად სახე ჯერ რძით დაიბანეთ, 15 წუთის შემდეგ წყლით, კანი განახლდება.

- თუ მშრალი კანი გაქვთ, სახე ყოველთვის რძეგარეული ანადუღარი წყლით დაიბანეთ.