ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს შემდეგი ისლამური კანონი: არ შეიძლება იმ ცხვრის დაკვლა და ჭამა, რომელთანაც ადამიანს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა.
* * *
ბაჰრეინში ექიმი გინეკოლოგი, თუ ის მამაკაცია, პროფესიულ დაკვირვებებს და მკურნალობის პროცედურას მხოლოდ სარკის ანარეკლის მეშვეობით ახორციელებს, რადგან მას შიშველი ქალის პირდაპირ ყურება ეკრძალება.
* * *
კუნძულ გუამაზე არსებობს სპეციალური პროფესია მამაკაცებისთვის. ისინი კუნძულის მასშტაბით მოგზაურობენ და გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ გოგონებს ქალწულობას აკარგვინებენ. ამ ქვეყნის ტრადიციით, ქალწულს გათხოვება ეკრძალება.
* * *
ჰონკონგში ქალს, რომელსაც ქმარმა უღალატა, შეუძლია, ქმარი მოკლას, ოღონდ შიშველი ხელებით, უიარაღოდ. რაც შეეხება ქმრის საყვარელს, მასთან ანგარიშსწორება ყველანაირი იარაღის გამოყენებითაა შესაძლებელი.
* * *
კოლუმბიის ქალაქ კალიში ქორწინების პირველ ღამეს აუცილებლად უნდა ესწრებოდეს პატარძლის დედა.
* * *
ამერიკაში, კოლორადოს შტატში, მამაკაცს ეკრძალება ქალის კოცნა, თუ მას სძინავს. კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰარტფორდში კი ქმარს ეკრძალება ცოლის კოცნა კვირა დღეს.
* * *
ირლანდიაში, კათოლიკური ეკლესიის წესებიდან გამომდინარე, აკრძალულია პრეზერვატივების იმპორტი. ტურისტებს თითო ეგზემპლარის შეტანაც კი ეკრძალებათ ქვეყანაში.