sigareti


7 მეთოდი სიგარეტისთვის თავის დასანებებლად
თუ გადაწყვიტეთ სიგარეტისთვის თავის დანებება, მიყევით იმ შვიდ მეთოდს, რომელსაც people.ge გთავაზობთ. აღნიშნულ შემთხვევაში მავნე ჩვევის დავიწყებას მარტივად შეძლებთ:
შეადარეთ შეგრძნებები
შეადარეთ ის შეგრძნებები, როცა ეწეოდით და როცა გადაწყვიტეთ სიგარეტისთვის თავის დანებება და აღარ ეწევით, რას გრძნობთ ამ შემთხვევაში? დაფიქრდით, საკუთარი ორგანიზმის მოწამვლა ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის?!
მობილიზდით შედეგებზე
იფიქრეთ დადებით ცვლილებებზე, რომელიც თქვენს ორგანიზმში ვითარდება მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ. იფიქრეთ იმაზე, რომ სიგარეტზე უარის თქმით საკუთარ თავსა და სურვილებზე კონტროლი აღადგინეთ. ჩამოწერეთ ყველა პლუსი და ხშირად გადაიკითხეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწევის სურვილი მოგეძალებათ.
იყავი ძლიერი
თუ გრძნობ, რომ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავთ, გადახედეთ თქვენს სტრატეგიას მავნე ჩვევასთან ბრძოლის შესახებ და მოძებნე ახალი გზები.
მოწევის სურვილი მუდმივი არ არის
მოწევის სურვილი მუდმივი არ არის, თუ მოითმენთ, მალევე აღმოაჩენთ, რომ სიგარეტის მოწევის სურვილი ყოველდღიურად იკლებს.
ითხოვეთ თანადგომა
თხოვეთ თანადგომა ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანს და მეგობრებს. თუ თქვენს „მტანჯველ სურვილზე“ მეგობრებთან საუბარს და წუწუნს შეძლებთ, ეს მოწევისთვის თავისდანებებას გაცილებით გაგიადვილებთ.
შედეგების ვიზუალიზაცია მოახდინეთ
წარმოიდგინეთ, რომ დილით იღვიძებთ და არავითარი სურვილი არ გაქვთ სიგარეტი მოწიოთ. თქვენ ძლიერი ადამიანი ხართ, რომელმაც მავნე ჩვევა დაამარცხა! 
- See more at: http://people.ge/?m=19&ID=719#sthash.o6xHyKcE.zccydEAZ.dpuf