"ვძერწავთ" მუცლის პრესს: 7 მნიშვნელოვანი ფაქტი



1. პრესის ვარჯიშები გააკეთეთ საჭმლის მიღებიდან 2-2,5 საათის შემდეგ. ვარჯიშები დაასრულეთ მუცლის მასაჟით.

2. ნუ დატვირთავთ პრესს კრიტიკულ დღეებში. ინტენსიურად დატვირთვა შესაძლებელია ციკლის დამთავრებიდან 2 დღეში.



3. ნუ დაიტვირთავთ თავს ერთი და იგივე ვარჯიშის გამეორებით: მათი ოპტიმალური რიცხვი –15-20-ია. გადატვირთული პრესი შეწყვეტს ვარჯიშზე რეაგირებას. ამ მიზეზითვე ლამაზი მუცლისთვის საკმარისია კვირაში 3-ჯერ გააკეთოთ პრესის ვარჯიშები.

4. ლამაზი მუცლისა და წვრილი წელისთვის ფიტნესის საუკეთესო სახეობებია – ცეკვები, ცურვა, იოგა, პილატესი, აერობიკა და აკვააერობიკა, სპორტული სიარული, ციგურებითა და გორგოლაჭებით სრიალი, სახტუნაოთი ხტუნვა და ჰულჰუპის ტრიალი. კარგ ეფექტს იძლევა ჯდომისა და დგომის მანერის გაკონტროლება და სუნთქვითი ვარჯიშები.

5. პრესის ვარჯიშების შესრულებისას არ უნდა დაძაბოთ კისერი! სწორად შესრულებული აზიდვების გაკეთებისას არ უნდა აგტკივდეთ კისერი, თუნდაც ჩემპიონის ნორმა დაძლიოთ.

6. ის, რომ ქვედა პრესი არ მუშაობს, როცა ზედა მუცელზე გვაქვს დატვირთვა, ეს მითია.

7. კარდიოვარჯიშები 3-5 ჯერ კვირაში 45 წუთის განმავლობაში უნდა ავსებდეს თქვენს სამუშაოს ლამაზი პრესის მიღების დარგში. სხვაგვარად ვერ დაიგდებთ ცხიმს მუცელზე.

"გსურთ იდეალური პრესი და აწეული დუნდულები? ჩემი რეცეპტია – დღეში 2 საათი იოგა და "ტონობით" კარდიოვარჯიში. და ასევე: მოეშვით ყველანაირი ნაგვის ჭამას!" (ჯენიფერ ენისტონი)