თაფლი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი


თაფლი მდიდარია ანტიმიკრობული ნივთიერებებით. სწორედ ამიტომ ფუტკრის ეს ძვირფასი პროდუქტი უძველესი დროიდან გამოიყენება ჩირქოვანი (ინფიცირებული) ჭრილობების სამკურნალოდ. დღეს უკვე ცალკეული მეცნიერული გამოკვლევებით დადგენილია თაფლის, როგორც ბაქტერიოსტატიკური, ასევე ბაქტერიოციდული მოქმედება. თაფლის ანტიმიკრობული მოქმედება მიმართულია გრამდადებითი კოკების (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები), ბაქტერიების (დიფტერიული მიკრობი)
და ბაცილების წინააღმდეგ. ნატურალური თაფლი დამღუპველად მოქმედებს ცხოველური წარმოშობის ერთუჯრედიან ორგანიზმებზე - უმარტივესებზე (ამება, ინფუზორია და სხვა). ასევე, დამღუპველად მოქმედებს ტრიქომონაზე, რომელიც ქალებში კოლპიტის (საშოს ანთების) ხშირი გამომწვევია. ბუნებრივ ანტიბიოტიკებად მიიჩნევა მცენარეები: ჩაის სოკო, ევკალიპტი, რომელიც გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება ზედა სასუნთქი გზების, აგრეთვე ქალის სასქესო ორგანოთა დაავადებების დროს, ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ; ბამბის ბუჩქი, რომლის თესლისგან მომზადებულ ნაყენს აქვს ანტივირუსული და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ახორცებს ჭრილობებს. ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედებით გამოირჩევა აგრეთვე ციმბირული სოჭი, სალბი, ნიორი, ხახვი, ყვითელი დუმფარა და უამრავი სხვა მცენარე