რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები არიან ყველაზე შესაფერისი კანდიდატურები "იდეალური ცოლის" ვაკანტურ პოზიციაზე.
როგორც ამბობენ, მამაკაცები "დიდი ბავშვები" არიან. გამუდმებით ესაჭიროებათ ახალ-ახალი სათამაშო და ამასთან ერთად, მოსიყვარულე, თბილი და ლოიალური ცოლი, რომელიც მათ ნებისმიერ ნაკლს მოთმინებით ეკიდება, მაქსიმალურად პატიობს შეცდომებს და არასოდეს უბურღავს ტვინს გაუთავებელი საყვედურებით... აქედან გამომდინარე, ასტროლოგებმა საუკეთესო "საცოლეების სია" შეადგინეს. მოდით, ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები არიან ყველაზე შესაფერისი კანდიდატურები "იდეალური ცოლის" ვაკანტურ პოზიციაზე:
კირჩხიბი 89%
როგორც ცნობილია, კირჩხიბის ზოდიაქო დედობას "კურირებს", თუმცა, ქალი კირჩხიბები კარგ დედობასთან ერთად, გამძაფრებული "დიასახლისური" მონაცემებითა და ოჯახური კერის სიყვარულითაც არიან გამორჩეულნი. კირჩხიბი ქალი, მომთმენი და ლოიალურია. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ იგი ქმრის ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს, ამჩნევს და მერე როგორ?! უბრალოდ, უნარი შესწევს თვალი დახუჭოს ამაზე და აქცენტი მეუღლის გაცილებით უფრო პოზიტიურ მხარეებზე გააკეთოს. გარდა ამისა, კირჩხიბის თვისება, მამაკაცს თავი "უფროსად" აგრძნობინოს ოჯახში ყველაზე მეტად ხიბლავთ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს. ამ ქალს შესწევს უნარი, მამაკაცს საკუთარი თავის რწმენა არათუ აუმაღლოს, ზოგჯერ საჭიროზე მეტადაც კი გაანებივროს იგი ამ მხრივ.
სასწორი 78%
ქალი სასწორი ყველა იმ თვისებების განსახიერებაა, რომელსაც ჭეშმარიტი მამაკაცი ზოგადად, ქალის ფენომენში მოიაზრებს. დახვეწილი, ნაზი, მომხიბვლელი, რბილი, დიპლომატიური და დამყოლი... საუკეთესო მსმენელი და კარგი თანამოსაუბრე. თუმცა ეს მხოლოდ კონკრეტულ ვადამდე... მაგრამ საიმისოდ, რომ საუკეთესო საცოლეების სიაში მოხვედრილიყო სასწორისეული ოსტატური პერფორმანსი მშვენივრად გამოდგება ამისთვის. სასწორ ქალს შეუძლია მამაკაცს თავბრუ დაახვიოს საკუთარი იმიჯით, რბილი, დიპლომატიური მიდგომით და გასაოცარი მზრუნველობით. თუმცა თუკი მის ინტერესებს ქმრის ინტერესები სერიოზულად ეწინააღმდეგება, სიმტკიცის გამოჩენაც არანაკლები ოსტატობით ეხერხება.
კურო 75 %
ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალებისკენ მამაკაცები ორი ძირითადი მიზეზით ილტვიან – პირველი არის ის, რომ მას შესანიშნავად ეხერხება სამზარეულოში ტრიალი (ხოლო მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა ყველას მოგვეხსენება, რომ კუჭზე გადის), მეორე მიზეზი კი ქალი კუროს მშვიდი, გაწონასწორებული და სტაბილური ხასიათია. რაზეც ნებისმიერი სტანდარტული მამრი ოცნებობს და მოსწონს. თუმცა, კუროს ხასიათში ისეთ უარყოფით თვისებას როგორიცაა სიჯიუტე და უაპელაციო პრინციპულობა, ხშირად შეუძლია საქმე გვარიანად გააფუჭოს ურთიერთობაში. მთავარია, მამაკაცმა იმ კონდინციამდე არ მიიყვანოს საქმე, სადაც კურო ქალს სიჯიუტის გამოჩენის აუცილებლობა დაუდგება დღის წესრიგში.
მორიელი 68%
ქალი მორიელი, ბუნებით ძალზე ტემპერამენტიანი და მიმზიდველია საპირისპირო სქესის წარმომადგენლების თვალში. ხოლო, როცა ამ უკანასკნელის გულწრფელობასა და სიყვარულში დარწმუნდება, საყვარელი მამაკაცისთვის საუკეთესო მეგობარი და მხარდამჭერიც გახდება. მორიელს მამაკაცური პლანეტები მფარველობენ, ამიტომ ამ ქალს ძლიერი სქესისთვის დამახასიათებელი მოქნილი, პრაქტიკული და სხარტი აზროვნება გააჩნია. იგი ურთულესი პრობლემიდანაც კი იპოვნის გამოსავალს, თუკი ამის საჭიროება არსებობს. მამაკაცისთვის ასეთი ცოლი საიმედო დასაყრდენი და სტაბილური მეგზურია ცხოვრებაში.
თევზები 65 %
თევზი ქალი სათუთი, ფაქიზი, ემოციურად სუსტი და რბილი ხასიათის ქალია, ყოველ შემთხვევაში ასეთს ხედავენ მას მამაკაცები. თუმცაღა, უნარი ოსტატურად მოახერხოს საკუთარი ნაკლოვანებების შენიღბვა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა თვალში ნებისმიერ თევზ ქალს ანიჭებს უპირატესობას, მამაკაცის გულისკენ მიმავალ გზაზე. ქალი თევზი მომთმენი, ლოიალური და გამგებიანი ცოლია. მას შეუძლია ბოლომდე მაუსმინოს მამაკაცს, არასოდეს გააწყვეტინოს სიტყვა შუა გზაზე და მთელი გულით უთანაგრძნოს მას, როცა ეს უკანასკნელი პრობლემურ სიტუაციაში ხვდება. იგი არასოდეს აავსებს საყვედურებით მეუღლეს დაგვიანების ან დანაპირების შეუსრულებლობის გამო (საამისოდ მას სხვა, უფრო ნაცადი მეთოდები გააჩნია). სამაგიეროდ, ამგვარი მოთმინებთ ხანგრძლივად იკავებს ადგილს მამაკაცის გვერდით და რაც მთავარია, მის გულში.