თუ სწორად მიჰყვებით ჩვენს მითითებებს, ხუთი პროცედურა საკმარისი იქნება, რომ თქვენი სხეულის პრობლემური ადგილებიდან ზედმეტი კილოგრამები და ცელულიტი მოიშოროთ.
მაშ ასე, ნიღბისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
- საკვების შესაფუთი ცელოფანი
- მშრალი მდოგვი/მდოგვის ფხვნილი (1-2 სუფრის კოვზი)
- ზეითუნის ზეთი (1 სუფრის კოვზი)
- ტანის რძე
- თაფლი (1 სუფრის კოვზი)
მომზადების წესი:
ვათბობთ თაფლს 40 გრადუსამდე! თბილ თაფლში ვურევთ ზეითუნის ზეთსა და მდოგვის ფხვნილს.
ვისვამთ მიღებულ მასას პრობლემურ ადგილებზე და ვიხვევთ საკვების შესაფუთ ცელოფანს. თბილ პლედში ვეხვევით და ვიჩერებთ ნიღაბს 40-60 წუთის განმავლობაში (ამ დროს არ ვჭამთ და არ ვსვამთ არაფერს!)
შემდეგ ჩამოვიბანთ, შეგვიძლია მარილის აბაზანის მიღებაც. აბაზანის ან შხაპის შემდეგ ვისვამთ ტანის რძეს. მეორე დღეს თქვენი კანით აღფრთოვანდებით, ხოლო რამდენიმე პროცედურის შემდეგ – მოკლებული სანტიმეტრებით!
სახვევების გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ!