თბილისში 14 წლის ბავშვმა 24 წლის მეზობელი დანით მოკლა. მკვლელობა გახსნილია.
შს სამინისტროს ცნობით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად მკვლელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ანდრეი კ. დააკავეს დაკავებულმა, თბილისში მეზობელ 1990 წელს დაბადებულ სურაჯ ა.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გულმკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შედეგად ბრალდებული რამდენიმე საათში გაჩიანის ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)“,–აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.