თიკა ჯამბურიას ხანშიშესული მანიაკი გადაეკიდა. ვინმე ნუგზარ დესპოტაშვილი, სოციალურ ქსელში მას საშინელი შინაარსის წერილებს წერს, ემუქრება და იწყევლება. როგორც თიკა ამბობს, ამ მამაკაცის უკან სხვა ადამიანი არ იმალება და ის ნამდვილად არსებობს.
"მეგობრებო, არსებობს ვინმე ნუგზარ დეპოტშვილი, რომელიც ალბათ ბაბუად მეკუთვნის. PM-ში მწერს საშინელ წერილებს, იქნებ დამეხმაროთ ვინმე,
მე დავბლოკე, ამიტომ ფოტოს ვერ ვდებ. ეს არ არის ჩვეულებრივი წერილები, ამიტომ გთხოვთ, იქნებ მის ახლობელს ან შვილებს მაინც იცნობდეთ და დამაკავშიროთ! ეს ადამიანი ნამდვილად არსებობს და აშკარად არ არის ფსიქიკურად ნორმალური. დამეხმარეთ რა, გავაგებინო ოჯახის წევრებს!! მემუქრება და მწყევლის", - წერს შეშინებული თიკა.