ნუკის და ბენის სიყვარულის ისტორია ინტერნეტით დაიწყო. ნუკის რჩეული უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოშია და ჩვენი ქვეყანა ძალიან შეუყვარდა. ჟურნალ "რეიტინგიდან" გავიგეთ, რომ ნუკი ავარიაში მოყვა.
ნუკი კოშკელიშვილი - ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვყევი ავარიაში. აქამდე უბრალო ჯარიმაც კი არ მქონია.
მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. გზაჯვარედინზე სიჩქარე ვერ გავაკონტროლე და მანქანას დავარტყი. საჭესთან ქალი იჯდა და ძალიან მალევე მოვაგვარეთ ყველაფერი. თან, ძირითადად ჩემი მანქანა დაზიანდა. ბენი ამ დროს ჩემთან ერთად იყო და ძალიან განიცადა. მაწყნარებდა. მითხრა, შტერი ხარ, მაგრამ არა უშავსო.