უფასო საწმენდი საშუალებები და რჩევები



ექსპერტების რჩევით, სახლის პროდუქტებით შესაძლებელია დავასუფთაოთ და გავაპრიალოთ ჩვენი ავეჯი თუ ტექნიკა.

1. ძმარი – თქვენი საკუჭნაოს ეს სასარგებლო პროდუქტი მოგეხმარებათ ფანჯრების, სამზარეულოს საჭრელი დაფების და უნიტაზის გაწმენდაში.


* სპრეის (შესაშხურებელ) ბოთლში თანაბარი რაოდენობით ჩაასხით წყალი და ძმარი, ლიმონის რამდენიმე წვეთი და გააპრიალეთ ფანჯრები.
* რამდენიმე წვეთი მაგარი ძმარი ხის საჭრელი დაფების დეზინფიცირებას მოახდენს.
* ერთი ჭიქა ძმარში გახსნილი ნახევარი ჩაის კოვზი სოდა უნიტაზის გაწმენდის იაფი და ეკოლოგიურად სუფთა საშუალებაა.

2. საჭმლის სოდა – ეს მაგიური პროდუქტი უამრავი დანიშნულებით გამოიყენება. შესანიშნავი სახეხი სკრაბია ნიჟარების, კაფელის და სველი წერტილებისათვის.

* მაცივარში თავმოხდილი სოდის კოლოფი ყოველგვარ არასასიამოვნო სუნს გააქრობს.
* სანაგვე ყუთს ძირში მოაყარეთ მცირეოდენი სოდა, სუნს აქაც შეაკავებს.
* ჩამწვარ ქვაბში მთელი ღამე სოდას თუ გააჩერებთ, დილით ადვილად გაწმინდავთ.
* თუ მწეველია სახლში, საფერფლეზე ყოველ ჯერზე სოდა მოუყარეთ, სუნი აღარ შეგაწუხებთ.
* ბავშვების სათამაშოებიც შეგიძლიათ სოდიან წყალში გარეცხოთ, შესანიშნავი დეზინფექციაა.

3. მარილი – ეს ძალზედ იაფი პროდუქტი ასუფთავებს სახლში ყველანარ ზედაპირს. გამოწურულ ლიმონის წვენში გახსნილი მცირეოდენი მარილი ჭურჭლის სარეცხ საშუალებადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მხოლოდ ზედაპირებიც და ჭურჭელიც შემდეგ კარგად გაწმინდეთ წყლით.

* ყავის და ჩაის ლაქებს ადვილად ამოაშორებთ ფინჯანიდან თუ მარილიან ძმარში გარეცხავთ.
* სხვადასხვა ლითონს ( სპილენძი, ოქრო, კალა, ფოლადი) მარილის, პურის ფქვილის და ძმარის ნარევი შესანიშნავად აპრიალებს. ნაჭრით კარგად გახეხეთ ისინი, მასა დატოვეთ ზედ ერთი საათით, გარეცხეთ და კარგად გაამშრალეთ.

4. ლიმონი – ეს სასარგებლო ციტრუსი, გარდა იმისა, რომ სასიამოვნო არომატს აძლევს საკვებს, შესანიშნავი საწმენდი საშუალებაა. ლიმონი წმინდავს აპრიალებს სპილენძისა და თითბერის ჭურჭელს.

* მარილთან ერთად ლიმონის წვენს ტანსაცმელიდან ამოჰყავს ლაქები. დასვრილ ადგილას დაასხით და რამდენიმე წუთის შემდეგ გარეცხეთ.
* ერთ ჭიქა ზეითუნის ზეთში ნახევარი ჭიქა ლიმნის წვენი გახსენით და ავეჯის გასაპრიალებელი სითხეც მზადაა.
* წყალი და ლიმონის წვენის ნარევი ასევე წმენდს ცხიმებისაგან გაზქურის ზედაპირს, კაფელს, ქვაბებს და ტაფებს.
* ასუფთავებს სარკეებს და თქვენ წარმოიდგინეთ ტყავის ფეხსაცმელსაც კი.