ძიუდოს ინსტრუქტორმა "ურჩი" მოხალისე სცემა



ძიუდოს ინსტრუქტორმა ილეთის საჩვენებლად ტატამზე მოხალისე მიიწვია, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი მის მითითებებს სათანადოდ არ ასრულებდა. ინსტრუქტორმა რამდენჯერმე მისცა შენიშვნა, რაც მოხალისემ იუკადრისა. მწვრთნელმა ჯერ სილა გააწნა "ურჩ მოსწავლეს", შემდეგ კი ძირს დააგდო და ცემა დაუწყო.