თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას მარნეულში გუშინდელ ვიზიტს „ფეისბუქზე" გამოეხმაურა.
"ჩემს ბიჭს ომი არ უნდა, ცა უყვარს და ჰაერი, თვალი ცისკენ უჭირავს და ფრენა უნდა. სულ ესაა.
გუშინ ბალეტზე ვაგვიანებთ-თქო დავურეკე და
"არ მინდა ბალეტი, ფრენა მინდაო!!!" -ასე მიპასუხა ვედრებით.
ვედრება შესმენილი არ იქნა, ცხადია.
უი, ახლა მივხვდი ჩვენი ერთობის საიდუმლოს - მეც ჰაერის ნიშანი ვარ, მართალია ფრენა არ მიყვარს, მაგრამ ზმნის ფუძესთან კონფლიქტში მაინც არ ვარ.
ფრენა, აფრენა, გაფრენა... - დაუბერა ნიავივით ქართულმა სიტყვამ. მიყვარს მშობლიური ენა"- დაწერა ფანჯიკიძემ.