საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე, შესაძლოა, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის პიოტრ პოროშენკოს გუნდში, მისი მრჩევლების სტატუსით მოხვდნენ.
„საქართველო ჩვენთვის მაგალითია. მე ამის შესახებ ბევრ ადამიანს ვესაუბრე. ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილსაც და მან თავის მხრივ დახმარება შემომთავაზა.
ამასთან, ვესაუბრე კახა ბენდუქიძესაც და დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ამის საჭიროება დადგა, თითოეული მათგანი დაგვეხმარება“,-განაცხადა კლიჩკომ.