როგორ მოვიცილოთ სახიდან არასასურველი თმა ერთხელ და სამუდამოდ?



მიუხედავად ამ მხრივ განვითარებული ტექნოლოგიებისა, ეს საკითხი მაინც ბევრი ქალისთვის პრობლემას წარმოადგენს. 
ზოგს ფინანსები არ აქვს, რომ ჩაიტაროს თმის მოსაცილებელი ძვირად ღირებული პროცედურები, ზოგს კი არც ეს პროცედურები უქრობს საბოლოოდ თმას. 

გთავაზობთ არასასურველი თმის მოსაცილებელ 2 მეთოდს, რომელსაც სახლის პირობებში თავად მარტივად ჩაიტარებთ:


ეს მეთოდები ყველაზე მეტად სახიდან თმის მოსაცილებლად გამოგადგებათ.

1. მოგეხსენებათ, სახე ის ადგილია, სადაც ყველაზე რთულია არასასურველი თმის გაქრობა და როცა მათ სხვადასხვა მეთოდით ვიშორებთ, შემდეგში ის კიდევ მეტად იზრდება. თუ თქვენ სახეზე თმიან ადგილს 30 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ დაიმუშავებთ 0.1%-იანი რივანოლის ხსნარით – თმის ძირები ჯერ დასუსტდება, შემდეგ დაცვივა და ბოლოს და ბოლოს, აღარც გაიზრდება. ამ მეთოდით მოცილებული თმა თითქმის ყველა შემთხვევაში აღარ იზრდება.

2. ერთმანეთში შეურიეთ და კარგად შეანჯღრიეთ შემდეგი კომპონენტები: იოდის ერთი წვეთი, 5 მლ ნიშადურის სპირტი, 30 მლ ჩვეულებრივი სამედიცინო სპირტი და 5 მლ აბუსალათინის ზეთი. ერთი თვის მანძილზე დღეში 2-ჯერ ამ ხსნარით დაიმუშავეთ კანის თმიანი ნაწილი და საბოლოოდ გათავისუფლდით არასასურველი თმისგან.